Sunday, January 27, 2013

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე, ჩემი მიზანია უკეთ გესაუბროთ და უკეთ გაგაცნოთ საქართველოს ის დაკარგული ნაწილი, რომელსაც ტაო–კლარჯეთი ჰქვია... 
    ტაო-კლარჯეთი — ისტორიული ზემო ქართლის,მესხეთის ერთი ნაწილის ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდება. ტერმინის საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის — ტაოს და კლარჯეთის სახელწოდებები. ფართო გაგებით ტერმინი „ტაო-კლარჯეთი“ ასევე გულისხმობს მომიჯნავე მხარეებსაც: შავშეთი და იმერხევი,ნიგალიერუშეთისპერიკოლაბასიანი. ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დღეს თურქეთი შემადგენლობაშია. აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
     ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავსჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდემდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობების ჩათვლით. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყოეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეშიკლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.

    ტაო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ.წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში "დაიაენის" სახელწოდებით. ურარტული წყაროები "დიაუხის" სახელით იცნობდნენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები.

კლარჯეთი, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე.
სახელწოდება მომდინარეობს დაბა კლარჯეთიდან. მასში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ხევი იყო). კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნეში არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დაარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. XVI საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაოწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელსაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. 
ტაო-კლარჯეთის სამეფო 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით თურქეთის შემადგენლობაში შევიდა და დღეს მოიცავს ერზურუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის რეგიონებს.

No comments:

Post a Comment