ეკლესია–მონასტრები


    IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა.გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.X საუკუნეშივე უნდა იყიოს აშენებული პარხალის იოანე ნათლისცმემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის სახარების სახელითაა ცნობილი.
    

ხანძთა

იშხანი
   იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ.
  

ოშკი

      ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ  ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით. სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ.


ხახული

    თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმან-აღა, იოღუნი, ჩირენისი...ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურაპალატის მიერ, X საუკუნის II ნახევარში, რასაც ადასტურებს „ქართლის ცხოვრება."

ბანა
   ოლთისის შენაკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადაუხვევთ, სოფელ ფენიაკს მიადგებით. სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოსა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი - ბანა...„ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს, აია-სოფიის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო“, - უთქვამს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გერმანელ ბოტანიკოსს კარლ კოხს. იმ დროს ბანა ჯერ კიდევ პირვანდელი სახით ყოფილა შემორჩენილი. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებისთვის, როცა ტაძარი მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, მას გუბმათი უკვე ჩამონგრეული ჰქონია.

პარხალი


       პარხალი პარხალისწყლის ხეობაშია, სოფელ პარხალში, ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში. ამ მიდამოებში ოდესღაც კლდეში ნაკვეთი წყალსადენიც ყოფილა, რომელიც ტაძრის აგების შემდეგ თამარ მეფის ბრძანებით გაუყვანიათ.

ოთხთა ეკლესია


     ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე მეათე საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან, მაგალითად, ბოლნისის სიონი, ურბნისი.
ოთხთასთან მისული ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთ სახელი იმიტომ დაურქმევიათ.

შატბერდი

   შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).

ტბეთი



არტანუჯის ციხე

    აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“„არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.



No comments:

Post a Comment